ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი ქართული ლიტერატურის კათედრა 28 დეკემბერს გამართავს ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალებიდან 175 წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები 2020 წლის 15 დეკემბრამდე უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: tamar.sharabidze@tsu.ge
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 12 წუთი,
მსჯელობა – 3 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
კონფერენცია გაიმართება ზუმის პლატფორმაზე.
თეზისების გაფორმების წესი:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
ფაკულტეტი, სწავლების საფეხური.
მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მოხსენების სათაური;
ფონტი: sylfaen
ფონტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 100 სიტყვა
ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკადემიური პოზიცია.
გამოიცემა კონფერენციის პროგრამა და მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული.
საკონტაქტო პირი: ასოც. პროფესორი თამარ შარაბიძე